10:52 | 2021-08-11 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ  stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 430 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 564, „პისიარ“ ტესტით – 19 866.

 

ავტორი: Prime Time

X