
ცნობილი ხდება, რომ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, ბიაჩესლავ იზვანკოვის, იგივე იაპონჩიკის მკვლელობაში ბრალდებული ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს.
ასტამურ ბუტბა, რომელსაც დაუსწრებლად ჰქონდა პატიმრობა შეფარდებული, სოხუმში დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა და ის იქ 10 მარტს ბანკზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე დააკავეს. 6-მა შეიარაღებულმა მძარცველმა ბანკიდან მილიონი რუბლი გაიტანა.
თავდამსხმელებსა და ბანკის თანამშრომლებს შორი ორმხრივი სროლა ატყდა, რა დროსაც დანაშაულებრივი ჯგუფი ადგილიდან Ford Galaxy-ით მიიმალნენ. მოგვიანებით ავტომობილი ცეცხლმოკიდებული ნახეს. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ახლა კი ამ საქმის ყველა ეჭვმიტანილი დაკავებულია. მათ შორისაა ასლან ბუტბაც, რომლიდ ქმედებაც ამ შემთხვევაში დაკვალიფიცირდა, როგორც იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა გადაზიდვა, შენახვა და ტარება. ასევე ყაჩაღობა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქონების მითვისების მიზნით.
ამ წლის იანვარში ცნობილი გახდა გამოძიების მასალები, რომლის თანახმადაც „იაპონჩიკის“ მკვლელობა 2009 წლის ივლისში სწორედ ბუტბამ აღასრულა. მან გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტს სატვირთო მანქანიდან ესროლა სნაიპერის „ვინტოვკით“, როცა ის რესტორნიდან გადიოდა. დანაშაულის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ნუგზარ პაპავა, რათა ქილერს ადგილის დატოვებაში დახმარებოდა და ამ მიზნით ის მზად იყო, ცეცხლიც გაეხსნა ავტომატიდან.
მკვლელობის ჩადენის შემდეგ ორივემ დატოვა რუსეთი და ოკუპირებულ აფხაზეთს შეაფარეს თავი. მათ დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი.
ასევე ნახეთ: ჭექა-ქუხილს აბულას მთაზე 530 ცხვარი შეეწირა






















