09:53 | 2021-08-12 ავტორი: Prime Time

მდგომარეობა საგანგაშოა, ახალი შემთხვევები კატასტროფულად მაღალია – თენგიზ ცერცვაძე

მდგომარეობა საგანგაშოა, ახალი შემთხვევები კატასტროფულად მაღალია – თენგიზ ცერცვაძე

„ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში რჩება კატასტროფულად მაღალი. შესაბამისად, მდგომარეობა საგანგაშოა. მხოლოდ სანახევროდ სრულდება პირბადეების ტარების რეგულაცია, ხოლო თბილისის გარეთ, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ სრულდება. ამას ემატება ხალხმრავალი შეკრებები”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხდა. 

 

“უკვე დამტკიცდა მსოფლიოში, რომ ვაქცინაცია არის საშუალება, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, ისე განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების შესამცირებლად. მეორე გზა არის უნივერსალური საშუალება – პირბადეების ტარება“, – აცხადებს ცერცვაძე.

 

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X