
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრი დავით ჩახუნაშვილი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბავშვებში საკმაოდ იმატა კორონავირუსის შემთხვევებმა.
„იმ პაციენტების უმეტესობას, რომლებიც მკურნალობენ ჩვენს და სხვა პედიატრიულ კოვიდცენტრებში, დაავადება მსუბუქი და საშუალო ფორმით აღენიშნებათ. აუცილებელია მშობლების გაფრთხილება, რომ მინიმალური კონტაქტი ჰქონდეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან აცრილები ან შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ“ – აცხადებს ჩახუნაშვილი.
შეგახსენებთ, საქართვლოში კოვიდსტატისტიკა გაუარესბულია – Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5128 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 054 პირი ემსხვერპლა.
ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓























