13:32 | 2021-08-12 ავტორი: Prime Time

ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის 76% უჭერს, ნატოში – 74%- NDI-ს კვლევა

ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის 76% უჭერს, ნატოში – 74%- NDI-ს კვლევა

“ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს საქართველოს მოსახლეობის 76% უჭერს, ნატოში – 74%“,- ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

 

გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის- NDI-ს კვლევა
2021-08-12გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის- NDI-ს კვლევა

 

11-11% ამბობს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება მისთვის მიუღებელია. ევროკავშირის შემთხვევაში 13% ამბობს, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის, ნატოს შემთხვევაში – 14%.

 

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

 

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

 

 

ნახეთ კვლევის სხვა შედეგები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X