17:23 | 2021-08-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სწორი გადაწყვეტილება! – გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ეხმაურება

სწორი გადაწყვეტილება! – გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ეხმაურება

საქართველოში 14 აგვისტოდან დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება დაგვიანებულად, თუმცა დადებითად შეაფასა.

 

„საღმა აზრმა გაიმარჯვა! დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის ! დისტანციის დაცვა ყველგან, საყოველთაო ვაქცინაცია (12 წლიდან „ფაიზერის“ ვაქცინაცია დავიწყოთ) დავიცვათ სიცოცხლე“, – დაწერა ფხაკაძემ სოციალურ ქსელში.

 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

 

შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

 

სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

 

კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;

 

საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;

 

 

ნახეთ დღევანდელი ბრიფინგის მთავარი მესიჯები

 

 ყველა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ამოქმედდება

 

კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება

 

სრულიად იზღუდება ფესტივალები

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X