18:11 | 2021-08-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

პისიარ და ანტიგენის ტესტები შესაძლოა უფასო აღარ იყოს
2021-08-12პისიარ და ანტიგენის ტესტები შესაძლოა უფასო აღარ იყოს

 

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ამოქმედდება.

 

ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები და საბაგირო გზები მგზავრებს ვერ მოემსახურება. საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ იმოქმედებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

ნახეთ მთავარი მესიჯები მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგიდან

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X