
გთავაზობთ ყველაზე სახალისო კითხვებს ვაქცინაციაზე, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება.
მაგალითად „მკურნალის“ ჯგუფში ერთ-ერთი წევრი წერს: „ერთ ოჯახში აცრილმა დედამთილმა და აუცრელმა რძალმა რომ იცხოვროს შეიძლება?“.
ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ანტივაქსერი, თინა თოფურია ამბობს, რომ რძლად ვაქცინირებულ გოგოს არ მიიღებს.
სახალისო ისტორიას იხსენებს, ისტორიკოსი გუგა სამხარაძე:
იდიოტს რომ აყვები, უარესი იდიოტი ხარ …ეს მე მეხება. 15 სართულიან კორპუსში ვცხოვრობ, მე -15 სართულზე. ლიფტში 10 თეთრიანი უნდა ჩააგდო. ერთი 10 თეთრიანი მქონდა. ლიფტის მოლოდინში ჩემსავით მდგარმა ერთმა ქალბატონმა აიჩემა – ჩემმა ახლობელმა აიცრა და მასში ჩადგმული ჩიპი ხურდა ფულს “იკრავსო” (ეტყობა, სადღაც წაიკითხა ეს სისულელე). ვუთხარი – რას ბრძანებთ, ქალბატონო -მეთქი, გუშინწინ ავიცერი და აჰა – მეთქი. განაგრძეთ კითხვა
ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓























