
საქართველოში რეალური კოვიდ სიკვდილობის მაჩვენებელი მინიმუმ 2-ჯერ უფრო მაღალია ვინდრე ოფიციალური ინფორმაცია,- ამის შესახებ პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს და გრაფიკას აქვეყნებს.
მისი განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით ციფრი შესაძლოა 3-ჯერ და ზოგ ქვეყანაში 10-ჯერ უფრო მაღალია.

„მიზეზი ბევრია ამ უზუსტობის…
სტატისტიკის მანიპულაცია/უზუსტობა (ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პრობლემა)
ყველა კოვიდ გარდაცვლილი არ არის ადეკვატურად რეგისტრირებული და სიკვდილი რეგისტრირებულია როგორც სხვა დაავადებით/მიზეზით;
სახლში გარდაცვლილი ადამიანები არ არიან ადეკვატურად რეგისტრირებული და უმრავლეს შემთხვევაში არ არიან რეგისტრირებულნი კოვიდ სტატისტიკაში.
ჯანდაცვის სისტემის გადატვირთულობის გამო ადამიანმა ვერ მიიღო დროული და ადეკვატური დახმარება და გარდაიცვალა სხვა დაავადებით“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓






















