
ეს ისტორიული მოვლენა არ გამოვტოვოთ განცდის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი „ფორმულას“ ეთერში საუბრობს და იზოლაციაში მყოფ საზოგადოებას რჩევებით მიმართავს, თუ როგორ გამოიყენონ ჩარჩოში მოქცეული ყოფა.
„ეს გართობა გახდა საქმის ფორმა – რა უნდა გააკეთო, როგორ გაერთო, ადამიანები დაძაბულად ფიქრობენ, მგონი უფრო ფიქრობენ, ვიდრე ერთობიან. პირველ რიგში, თვითიზოლაცია უნდა განვახორციელოთ
მეორე, 30 წლის წინ მოხდა დაახლოებით იგივე მასშტაბის ცვლილება, როდესაც ვიცი ომი დამთავრდა და საქართველო გახდა დამოუკიდებელი.
დღეს ჩვენ ასეთ უმნიშვნელოვანეს ცვლილებაში ვართ. დავაკვირდეთ და ეს ისტორიული მოვლენა არ გამოვტოვოთ განცდის გარეშე.
შევხედოთ, რა მნიშვნელოვანი რამეები ხდება.
ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი ჩვენი ქვეყნის თვალსაზრისით. კი არ ვიფიქროთ, როგორ გავერთოთ და ამით დავიტანჯოთ გავერთეთ თუ ვერა, უზარმაზარი რესურსი გვაქვს და ეს შემოქმედებაში გადავიტანოთ.
ვისაც აქამდე არ უხატია, ან წიგნი არ წაუკითხავს, მუსიკა არ დაუწერია, ეს დრო შემოქმედებაში გადავიტანოთ“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013-18 წლებში იყო. მაშინაც და ახლაც ოჯახთან ერთად დუშეთში ცხოვრობს.
ოჯახის წევრებთან ერთად მას სახლთან მდებარე ნაკვეთში სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოჰყავს.
კარტოფილის მოყვანის და მოსავლის აღების ფოტოები, რომელიც წელიწადის სხვადასხვა დროს არის გადაღებული, მასინდელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

























