
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მაღაზია „სუფთა სახლის“ ერთ-ერთი ფილიალის თანმშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
თბილისში მდებარე ფილიალის თანამშრომლების თვითიზოლაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კონსულტანტის დედას კორონავირუსი დაუდგინდა.
„კონსულტანტის ოჯახის წევრს დაუდგინდა კორონავირუსი. მთლიანად მისი სმენა ახლა თვითიზოლაციაშია. მათ რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებათ. სასწრაფოდ ჩაატარეს დეზინფექცია და ახლა ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას“, – გვიყვება ერთ-ერთი თანამშრომელი.
ფაქტი ამ კონკრეტულ ფილიალშიც დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება 5 თანამშრომელი მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი კონსულტანტის დედას კორონავირუსი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მაღაზია აგრძელებს მუშაობას.
- 1 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 115 ადამიანია ინფიცირებული
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს






















