
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც სამი კვირის განმავლობაში დარჩება ძალაში.
კერძოდ, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:
შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები;
იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;
კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;
მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;
მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას;
ასევე დაგაინტერესებთ:
დედას ახალშობილი საავადმყოფოდან მოპარეს, მიზეზი გაგაოგნებთ – დაუჯერებელი ისტორია ათენში მოხდა
ნახეთ, ყველა რეგულაცია, რომელიც დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდება
ვინ არის გოგო, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სოფოს დედამ აარჩია – ის ლანა ნიკოლეიშვილთან უსასყიდლოდ იცხოვრებს
ალექსანდრა პაიჭაძე პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ ორსულადაა






















