22:41 | 2021-08-14 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

სტიქია კახეთში – ქარისგან წაქცეული ხეები გზაზე მიმავალ მსუბუქ ავტომობილს დაეცა

სტიქია კახეთში – ქარისგან წაქცეული ხეები გზაზე მიმავალ მსუბუქ ავტომობილს დაეცა

 

საქართველო – აზერბაიჯანის საზღვართან, მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე, მოძრაობა შეფერხებულია. ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში ხეები და გარე განათების ბოძები მოგლიჯა. ქარისგან წაქცეული ხეები გზაზე მიმავალ მსუბუქ ავტომობილს დაეცა.მანქანაში არავინ დაშავებულა.

 

სტიქიის ადგილზე, ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და გზის გაწმენდას ცდილობენ. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი და საპატრულო პოლიციაც.

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, „ენერგოპროჯორჯიას“ თანამშრომლები ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X