00:29 | 2021-08-15 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ტაში, ქალებო, ფეხბურთელი ცეკვავს… სულ ცალ ქუსლზე ჰკიდია ქალთა თემები – ბაია პატარაია აჩი არველაძეზე

ტაში, ქალებო, ფეხბურთელი ცეკვავს… სულ ცალ ქუსლზე ჰკიდია ქალთა თემები – ბაია პატარაია აჩი არველაძეზე

„აჩი არველაძეს სულ ცალ ქუსლზე ჰკიდია ქალთა თემები… არც კი დაუგუგლია არაფერი ქალთა უფლებებზე საქართველოში“ – ასე ეხმაურება ბაია პატარაია ფეხბურთელ აჩი არველაძის განცხადებას, რომ „ქალი ქუჩაში მილიონ თემაზე გამოვა, ქალთა ძალადობაზე არა. ქალთა ძალადობაზე ქუჩაში გამოსული ქალი, სამი ბანერით არ მინახავს“.

 

უფლებადამცველიბაია პატარაია სოციალურ ქსელში არველაძის ამ განცხადებას პოსტით ეხმაურება.

 

„კაი, რუსთაველზე და პარლამენტთან (პროკურატურასთან, შსს-სთან) არ იხედება, არ აინტერესებს, მაგრამ ტელევიზორისთვის რამდენი წელია არ უყურებია ამ ყოვლისმცოდნეს?  ეს განცხადება იცით რას ამბობს სინამდვილეში? იმას, რომ არველაძეს სულ ცალ ქუსლზე ჰკიდია ქალთა თემები, ისე ძალიან კიდია, რომ მისდღემჩი არ დაინტერესებულა და არც კი დაუგუგლია არაფერი ქალთა უფლებებზე საქართველოში.

ტაში, ქალებო, ფეხბურთელი ცეკვავს“, – წერს პატარაია.

 

 

ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია - მომღერალი კლინიკაში გადაიყვანეს
2021-08-14ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია - მომღერალი კლინიკაში გადაიყვანეს
ავტორი: თამარ ბუჩუკური

X