12:03 | 2021-08-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თქვენ მაგივრად მე მრცხვენია… როცა კონცერტს ატარებს, ის კი არ ერთობა, მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს – თამარ ჩერგოლეიშვილი

თქვენ მაგივრად მე მრცხვენია… როცა კონცერტს ატარებს, ის კი არ ერთობა,  მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს – თამარ ჩერგოლეიშვილი

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მომღერალ ლელა წურწუმიას ინფიცირების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, მომღერალმა ხალხმრავაალი კონცერტი ლეგალურად ჩაატარა.

 

„ლელა არის მომღერალი. მე მომწონს, თუ არ მომწონს მისი სიმღერა, ის არის მომღერალი და სიმღერა არის მისი სამსახური. კონცერტი არის ლელა წურწუმიას მუშაობა.

 

დელტა შტამი ნიშნავს, რომ ვირუსი როგორც ჩანს, ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი იქნება – ზაზა წერეთელი
2021-08-15დელტა შტამი ნიშნავს, რომ ვირუსი როგორც ჩანს, ჩვენი ცხოვრების მუდმივი ნაწილი იქნება – ზაზა წერეთელი

 

როცა კონცერტს ატარებს, ის კი არ ერთობა – მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს. კონცერტი, რაც მან ჩაატარა – ლეგალურად ჩაატარა.

 

მისი დამუნათება კონცერტის გამო და ნიშნის მოგება არის ისეთი სამარცხვინო, თქვენ მაგივრად მე მრცხვენია.

 

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა მშრომელ ადამიანს. ფოკუსი გაასწორეთ – მთავრობის ჩავარდნას სხვებს ნუ აბრალებთ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

 

ასევე წაიკითხეთ ⇓

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X