
ლელა წურწუმიას მეუღლე კახა მამულაშვილი იგივე მამულიჩა სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ლევან რატიანს მიმართავს და კლინიკაში შეშვებას სთხოვს.
“ორი დღეა, ლამის ყოველ საათში, მიუხედავად ამ გადასხმების და ინგალაციების, აქეთ მწერს ლელა, როგორ ხარ მამულიკოოოო
არ ვიცი რა ვთქვა და რა ვქნა?
გთხოვ შემომიშვი და დამაწვინე.” – წერს მამულიჩა.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდ ინფიცირებულია და ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წევს.






















