09:04 | 2021-08-16 ავტორი: Prime Time

ქვეყანაში ომი დასრულდა – „თალიბანი“ პრეზიდენტის სასახლის აღების შემდეგ

ქვეყანაში ომი დასრულდა – „თალიბანი“ პრეზიდენტის სასახლის აღების შემდეგ

„მადლობა ღმერთს, ქვეყანაში ომი დასრულდა“, – ეს განცხადება „თალიბანის“ სპიკერმა Al Jazeera-სთან გააკეთა. მისი თქმით, რადიკალურ დაჯგუფებას მხოლოდ ერთი კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ქვეყანაზე კონტროლი მოეპოვებინა.

 

„დღეს, ავღანელი ხალხისა და მოჯაჰიდებისთვის, დიდებული დღეა. ისინი საკუთარი 20-წლიანი ძალისხმევისა და მსხვერპლის შედეგის მოწმენი არიან“, – ამბობს მუჰამედ ნაემი.

Video: თალიბანის მებრძოლები გაქცეული პრეზიდენტის სასახლეში გამარჯვებას ზეიმობენ
2021-08-16Video: თალიბანის მებრძოლები გაქცეული პრეზიდენტის სასახლეში გამარჯვებას ზეიმობენ

 

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

 

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

 

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X