10:13 | 2021-08-16 ავტორი: Prime Time

VIDEO: ქაოსი და ჭყლეტა ქაბულის აეროპორტში – მოსახლეობა ქალაქიდან გაღწევას ცდილობს

VIDEO: ქაოსი და ჭყლეტა ქაბულის აეროპორტში – მოსახლეობა ქალაქიდან გაღწევას ცდილობს

ავღანეთში, სადაც ტერიტორიის უმეტეს ნაწილს უკვე „თალიბანი“ აკონტროლებს და პრეზიდენტის სასახლეც დაიკავეს, მოსახლეობა ცდილობს, დედაქალაქიდან დანიშნულ რეისებზე შეაღწიოს, – ამის შესახებ BBC წერს.

 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელზეც ქაბულის აეროპორტში არსებული არეულობაა ასახული. ადამიანები თვითმფრინავში ასვლასა და ქალაქის დატოვებას ცდილობენ.

 

„ალბათ, ეს ერთ-ერთ ყველაზე სევდიანი სურათია, რომელიც მე ავღანეთში მინახავს. ხალხი სასოწარკვეთილი და მიტოვებულია. არა – დახმარების გამწევი სააგენტოები, არა – გაერო, არა – მთავრობა. არაფერია“, – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X