21:06 | 2021-08-16 ავტორი: თამარ გონგაძე

“ყელი და სახე ისე შემისივდა, კლინიკაში ვერ მიცნეს. ტკივილს გონების დაკარგვამდე მივყავდი…” – ლელა წურწუმია “პრაიმტაიმს” კლინიკის ამბებს უყვება

“ყელი და სახე ისე შემისივდა, კლინიკაში ვერ მიცნეს. ტკივილს გონების დაკარგვამდე მივყავდი…” – ლელა წურწუმია “პრაიმტაიმს” კლინიკის ამბებს უყვება

კოვიდინფიცირებული ლელა წურწუმია თვლის, რომ იმუნიზაციამ გადაარჩინა. სამი წლის წინ იოგების ოპერაცია გაიკეთა და ამბობს, რომ ვირუსმა მისი სუსტი წერტილი ადვილად იპოვა. კორონავირუსმა მომღერლის ყელში ჩაიბუდა და როგორც გვიყვება, შეშუპება გამოიწვია.

 

კლინიკაში მყოფი პოპდივა, პრევენციის მიზნით, დილა-საღამოს ყელში სოდიანი წყლის გამოვლებას გვირჩევს.

 

ლელა წურწუმია: – ამ ვირუსის საშინელი თვისებაა ის, რომ ურტყამს იქ, სადაც სუსტი ხარ. მე ასეთი ადგილი ყელი მაქვს.

 

მართალი გითხრათ, სტაციონარში გადმოსვლა არ მინდოდა. მაგრამ ვიხრჩობოდი. ყელი გაივსო ვირუსით და დაიწყო გასიება, როგორც შიგნით, ისე – გარეთ. ფილტვებს ჰაერი აღარ მიეწოდებოდა. ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ვეღარ გავუძელი. იშემიური ფონი წავიდა.

 

ასეთი სიძლიერის ყელის ტკივილი არც გამიგია. დედას ვფიცავარ, აბსოლუტურად გავუთანაბრე სამშობიარო ტკივილს. კრუნჩხვებში ვვარდებოდი. გონების დაკარგვამდე მივყავდი ტკივილს.

 

საველე ჰოსპიტალში საწოლები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები შეიტანეს - მედპერსონალი მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის
2021-08-16საველე ჰოსპიტალში საწოლები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები შეიტანეს - მედპერსონალი მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის

 

ბათუმიდან დაწოლილი ჩამომიყვანა მამულიჩამ. სისხლს ჟანგბადი რომ არ ეწოდებოდა, რაღაც მომენტში ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი. მახსოვს, ორჯერ გავაჩერებინე, ჰაერი არ მყოფნის, ვიხრჩობი-მეთქი.

 

დეფორმაცია მქონდა, ყელი და სახე ისე შემისივდა, კლინიკაში ვერ მიცნეს. საერთოდ სხვა ადამიანი ვიყავი.

 

პირველი რაც მკითხეს, იყო აცრილი ხარ თუ არაო? იმუნიზაცია მაისში გავიკეთე და სახეზე შევატყე, რომ შვება იგრძნეს.

 

ფილტვების ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ 4 ქულიანი დაზიანება მქონდა. აცრილი რომ არ ვყოფილიყავი, მეტი დაზიანება მექნებოდა.

 

მაშინვე გამიკეთეს ინგალაცია, ჟანგბადი. აპარატზე მიერთებული არ ვყოფილვარ. მალე მომეხსნა ეს ტკივილი და ხრჩობა, დღის მეორე ნახევარში, უკვე პომადით და კონტურით დავდიოდი (იცინის). ამის თავი სულ მაქვს. ჩემი მოტივაციაა. კი ხარ პაციენტი, მაგრამ ის ადამიანი ხარ, ვისაც შორიდან, ტელევიზიით იცნობენ.

 

არ ვიცი რა ვქნა...  გთხოვ შემომიშვი და დამაწვინე - მამულიჩა ლევან რატიანს კლინიკაში დაწვენას სთხოვს
2021-08-15არ ვიცი რა ვქნა... გთხოვ შემომიშვი და დამაწვინე - მამულიჩა ლევან რატიანს კლინიკაში დაწვენას სთხოვს

 

დილა-საღამოს ექიმები ხომ იცვლებიან, ერთმა მითხრა, ვერ წარმოვიდგენდი ჩვენი პაციენტი თუ იქნებოდითო. სხვანაირად არ შემიძლია, მე ფორმაში უნდა ვიყო ჩემთვისაც და სხვებისთვისაც.

 

რაზეც მენერვიულება არის ის, რომ ორსულები გადიან მკურნალობას. ახლა შვიდი ორსული წევს.

სამწუხაროდ, ბევრია ახალგაზრდა, ვისაც გართულებული ფორმით აქვს კოვიდი და ფილტვის დაზიანების მაღალი ქულა აქვს. მათგან არავინ აცრილი არ არის.

 

საოცარი გუნდია, ექსტრემალურ პირობებში მუშაობენ. მესმის პოპულარული ადამიანის მიმართ უტრირებული დამოკიდებულება ყოველთვის არის. სხვანაირად გიყურებენ, პასუხისმგებლობაც სხვა აქვთ, თუმცა რომ ვაკვირდები, ყველა პაციენტს ასეთი დიდი ყურადღებით ექცევიან. მაგარი გაიდლაინი და პროგრამა აქვთ. შემოდიან, სხვადასხვა რამეს გეკითხებიან, გეფერებიან.

 

ბოლოს მაინც მომაგნო - სოფო ბათილაშვილი კოვიდინფიცირებულია
2021-08-16ბოლოს მაინც მომაგნო - სოფო ბათილაშვილი კოვიდინფიცირებულია

 

კლინიკაში შემოსვლა კიდევ იმიტომაც არ მინდოდა, რომ ბევრად უფრო რთული მდგომარეობის პაციენტებისთვის არ წამერთვა ადგილი. მაგრამ ორი დღე რომ ვეჭიდავე და ვერ ვწვებოდი, მივხვდი, საშველი აღარ იყო, მივიღე ეს გადაწყვეტილება. კიდევ კარგი მოვედი. ახლა ვიღაცები ლაპარაკობენ, კლინიკაში მაგისთვის არის ადგილიო? რა იყო, ჩემი ცუდად ყოფნა შეშურდათ?

 

რაც მთავარია, არავითარი კონცერტის კლასტერი არ არსებობს. ბენდში ყველა აცრილია. ჩემი მიკროფონი და აპარატურა მაქვს. ოჯახის წევრები ავცერი.

 

დედაჩემს გულში სტიმულატორი უდგას, შაქარი აქვს. წავიყვანე, ავცერი. შენ გეხვეწებოდი, არ აიცრაო და მე ამცერიო, მაცინებდა. არ მინდა მოკვდე და სულ სახლში ხომ არ მეყოლები გამოკეტილი-მეთქი, ვეუბნებოდი.

 

ავცერი შვილი, რის გამოც მლანძღეს, ვითომ ჩემზე მეტად უყვართ ჩემი შვილი.

 

აცრილია მამულიჩა, დედამთილი, მამამთილი. ჩემს ორივე დას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და ორივე აცრილია. ირგვლივ ყველა ავცერი.

 

სულ პირბადე მიკეთია. ისე წავედი და წამოვედი, ოჯახის წევრები არ დამიინფიცირებია. საწოლშიც პირბადე მეკეთა.

 

აჭარაში უკონტროლო სიტუაციაა. ტურისტები ნაყიდი კოვიდპასპორტებით არიან შემოსული, ძირითადად რუსეთიდან. ძაღლის ენა მქონდა გამობმული, პირბადე გაიკეთეთ, ლიფტში მაინც-მეთქი. არ გვეშინიაო, რუსები მპასუხობდნენ.

 

კოვიდინფიცირებული მოძღვრის ფოტო რეანიმაციიდან - „დამპირდა, რომ მოუწოდებს მრევლს აცრისკენ“
2021-08-12კოვიდინფიცირებული მოძღვრის ფოტო რეანიმაციიდან - „დამპირდა, რომ მოუწოდებს მრევლს აცრისკენ“

 

ყველგან მოდებულია. ცოტა ადამიანი თუ გადაურჩება კოვიდს. ალბათ, შემოდგომაზე ჯოგური იმუნიტეტი გვექნება. ყველა ან დაინფიცირებული, ან მოხდილი ექნება, მეორე კი ნაწილი აცრილი.

 

ფსიქოლოგიური ომია. ამაზე ცუდად ვყოფილვართ, მაგრამ ამ დროს კიდევ უფრო სხვანაირად ხარ. სად რას დაგიტოვებს, არავინ იცის. მეცნიერების აზრი ორად არის გაყოფილი. ვაქსერებად და ანტივაქსერებად იყოფიან. პასუხი არავის აქვს, რატომ უნდა აიცრა ან რატომ არ უნდა აიცრა. მე ამ გადმოსახედიდან მივხვდი, რა მაგარია, რომ აცრილი ვარ. რომ არ გამირთულდა და არ მოვკვდი.

 

სხვა რამეებთან ერთად აქვს შემდეგი გვერდითი მოვლენები: უცებ სველდები, წნევაც მქონდა აწეული. არ უნდა აყვე ნერვებს. მხოლოდ კოვიდი ხომ არ აზიანებს ნერვულ სისტემას. ორი წელიწადია პანდემიაა და ამ სტრესში ვართ. საქმეს ვერ აკეთებ. რომ მღერი, ეს ვიღაცას გართობა ჰგონია და ეს მაგიჟებს. რატომ ჰგონიათ, თვითონ უნდა იმუშაონ და მე ამის უფლება არ მაქვს, არ ვიცი. მე ყველა რეგულაცია დავიცავი. დაჯექი სახლშიო, დავჯექი, ცხრა საათზეო, დავწექი ცხრაზე. არ გაეკარო, არ გააკეთოო, უკაცრავად?! რა გავაკეთო?

 

გარე სივრცეში მქონდა კონცერტი, კანონი არ დამირღვევია. მისი ჩატარება არავის აუკრძალავს და არავის გავკარებივარ. ქმარი, რომელიც გვერდით მეწვა, ის არ დამიინფიცირებია.

 

არა უშავს. კარგად ვიქნები, კარგააად. ეგეთები გაგვივლია? კაი, კაცო.

 

პომადის, კონტურის და ლაინერის ხასიათი არ დამიკარგავს. ასე რომ, აქაც მოწესრიგებული ვარ. დილით ცხრა საათზე ავდექი, მოვწესრიგდი და იქამდე არან შემოვუშვი, სანამ მსუბუქი მაკიაჟი არ გავიკეთე.

 

მადა არ მაქვს, ყნოსვა დავკარგე. ზოგი ჭირი მარგებელიაო. წონაში დავიკელი…

 

ასე რომ, ჯანმრთელობას გისურვებთ. აცრის მოწოდებას არ გავაკეთებ, მაგრამ ჩემი მაგალითიდან გეუბნებით, მე იმუნიზაციამ გადამარჩინა.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X