11:58 | 2021-08-16 ავტორი: Prime Time

საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის

საქართველო ქაბულში დარჩენილი მოქალაქეების წამოსაყვანად თვითმფრინავს გზავნის.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები.

 

VIDEO: ვიმალებით, მეშინია მომავლის - ადგილობრივების სულისშემძვრელი კომენტარები ქაბულიდან
2021-08-16VIDEO: ვიმალებით, მეშინია მომავლის - ადგილობრივების სულისშემძვრელი კომენტარები ქაბულიდან

 

“მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობა გააგზავნის ცალკე ბორტს მათ წამოსაყვანად, ახლა მიმდინარეობს ნებართვებთან დაკავშირებული სამუშაოები და ჩვენი თვითმფრინავი ჩაფრინდება ქაბულში და უზრუნველყოფს მათ წამოყვანას ჩვენი ბორტით“, – თქვა მან.

 

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა.

 

ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

 

თვითმხილველმა ცხედრები დაინახა - Reuters-ი ქაბულის აეროპორტში შექმნილ ქაოსზე წერს
2021-08-16თვითმხილველმა ცხედრები დაინახა - Reuters-ი ქაბულის აეროპორტში შექმნილ ქაოსზე წერს

 

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.

 

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

 

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანაში უსაფრთხოების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის მოულოდნელ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.

 

საგარე საქმეთა მინისტრის მოადგილის კომენტარი

 

ავტორი: Prime Time

X