13:42 | 2021-08-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როგორ იმოქმედებს „თალიბანი“ და ვისთვის არის საფრთხე ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა – გია ჯაფარიძის პოზიცია

როგორ იმოქმედებს „თალიბანი“ და ვისთვის არის საფრთხე ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა – გია ჯაფარიძის პოზიცია

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რადიკალურმა მოძრაობამ “თალიბანმა” ავღანეთის დედაქალაქი – ქაბული 15 აგვისტოს აიღო, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად ქვეყანა დატოვა.

 

გაჩნდა კითხვა – ვის ემუქრება მყისიერი საფრთხე ტერორისტებისგან და იმის გამო, რომ საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო ავღანეთში სამშვიდობო მისიის ნაწილში, ხომ არ გახდება ჩვენი ქვეყანა ტეროტირისტების სამიზნე? – ამ კითხვით “პრაიმტაიმმა” ექსპერტ გია ჯაფარიძეს მიმართა.

 

 

VIDEO: ქაოსი და ჭყლეტა ქაბულის აეროპორტში - მოსახლეობა ქალაქიდან გაღწევას ცდილობს
2021-08-16VIDEO: ქაოსი და ჭყლეტა ქაბულის აეროპორტში - მოსახლეობა ქალაქიდან გაღწევას ცდილობს

 

“ამ ეტაპზე რთულია “თალიბანის” შესაძლო ქმედებებზე საუბარი, რადგან ჩვენ ვიცით თალიბების ძველი მმართველობის სტილი და ჯერჯერობით უცნობია რა რეჟიმი ჩამოყალიბდება ავღანეთში.

 

“ავღანეთში თუ ისეთივე რეჟიმი ჩამოყალიბდა, როგორიც ადრე იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველი გახდება. არ მგონია, რომ სამშვიდობო მისიაში 65 ქვეყნიდან მონაწილე ჯარისკაცების გამო 65-ვე ქვეყანა თავდასხმის სამიზნე გახდეს.

 

ამ ეტაპზე უფრო სახიფათო ავღანეთიდან მიგრაციის ახალი ტალღა გახდება – ალბათ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანას დატოვებს. მათ მეზობელ სახელმწიფოებში ავღანეთზე უკეთესი სიტუაცია არაა, ამიტომ სავარაუდოდ, ირანის გავლით თურქეთში და შემდეგ ევროპაში გადავლენ. ასე, რომ მთავარ გამოწვევად მიგრაციის ახალი კრიზისი მიმაჩნია. მოკლე ვადიან პერსპექტივაში ეს უფრო სახიფათო მგონია.

 

ყველაფერი დამოკიდებულია ახალ თალიბურ მმართველობაზე – რა სახეს მიიღებს. თუ ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ნოყიერი ნიადაგი იქნება, გლობალურად, ყველასთვის საფრთხის მატარებელია, ცხადია.

 

VIDEO: ვიმალებით, მეშინია მომავლის - ადგილობრივების სულისშემძვრელი კომენტარები ქაბულიდან
2021-08-16VIDEO: ვიმალებით, მეშინია მომავლის - ადგილობრივების სულისშემძვრელი კომენტარები ქაბულიდან

 

საქართველოს მიმართულებით ტერორისტების შემოსვლას სრულად გამოვრიცხავ, მით უფრო კოვიდ ვითარებაში, როცა საზღვრები ჩაკეტილია. გარდა ამისა, საქართველომდე ტერორისტების სამიზნე სხვა სახელმწიფოები უფრო შეიძლება გახდნენ, ვიდრე – ჩვენ.

 

 – რა სტილის რეჟიმის ჩამოყალიბების ვარაუდობთ გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით?

 

– გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ თითქოს ძველი მმართველობის რეჟიმს აბრუნებენ – ქალები შეზღუდეს, ვაქცინაციაც შეიზღუდა. თუმცა ამას დადასტურება სჭირდება, შესაძლოა მიმდინარე ახალი ამბები პროპაგანდის ნაწილიც იყოს და რეალურად ასე არ აღმოჩნდეს.

 

– ავღანეთის სამშიდობო ძალებმა რატომ არ გაუწიეს თალიბანს წინააღმდეგობა?

 

– ავღანეთის ჯარი ამერიკელების გაწვრთნილია, ამერიკამ 20 წლის განმავლობაში ამ სახელმწიფოში ტრილიონები ჩაყარა და ვნახეთ, რომ ამერიკელების გაწვრთნილი ჯარი, ამერიკული შეიარაღებით მოტიციკლებითა და ავტომატებით აღჭურვილ თალიბანს დანებდა, წინააღმდეგობა ვერ კი არა, არ გაუწია, რადგან ავღანეთის ჯარი თალიბანის მიმართ უფრო ლოიალურია, ვიდრე – მთავრობასთან.

 

 – ამ გლობალურ ცვლილებასა და საფრთხეებში რა არის საქართველოსთვის მყისიერი საფრთხე?

 

– ჩვენთვის რეალური საფრთხე არის შემდეგი – გლობალურად ტერორიზმის საფრთხე თუ დადგა დღის წესრიგში, მაშინ ეს საკითხები ამოიწევს და შესაბამისად, საქართველოს პრობლემები უკან გადავა, ჩვენთვის აღარავის ეცლება. უშუალოდ ტერორიზმის მყისიერი საფრთხის წინაშე საქართველო არ დგას.

 

 – საქართველოში ამერიკას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ავღანეთი ტერორისტების აკვნად აქცია, რითაც მსოფლიო საფრთხე შექმნა… 

 

– ჩვენ, პრაგმატულები უნდა ვიყოთ – არ მესმის ადამიანების, ვინც თვლის, რომ ამერიკა შეცდომებს არ უშვებს, პირიქით – ამერიკის საგარეო პოლიტიკა შეცდომებით სავსეა. თუმცა, მიმაჩნია, რომ ავღანეთიდან ამერიკის გასვლა შეცდომა არაა, რადგან 20 წელში უდიდესი ფინანსური, ადამიანური, პოლიტიკური, დიპლომატიური რესურსი ჩადეს და თავად ავღანელებმა არ ისურვეს, სახელმწიფო შეექმნათ. ამის გათვალისწინებით, ამერიკა ავღანეთში კიდევ რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო?!

“ავღანეთში 15 წელი კიდევ დავრჩებოდით, თუ 15 წლის წინ გამოვიდოდით, შედეგი მაინც იგივე იქნებოდა” – ეს ამერიკელმა კონგრესმენმა ჯასტინ ამაშმა 13 აგვისტოს განაცხადა.

 

 – რა მოუტანა საქართველოს ავღანეთში ნატოს 20 წლიან სამვშვიდობო მისიაში მონაწილეობამ?

 

– რაც შეეხება საქართველოს ავღანეთში ნატოს მისიაში მონაწილეობას, იქ ჩვენ პრაგმატული მიზნები გქვონდა – ნატოს ვაჩვენეთ, რომ ჩვენ მხოლოდ უსაფრთხოების მიმღებები არ ვართ, საერთაშორისო უსაფრთხოებაში კონტრიბუტორებიც ვართ. ჩვენ ნატო იმიტომ კი არ გვინდა, რომ ჩვენ დაგვიცვან, ჩენ გვინდა საერთაშორისო მშვიდობა დავიცვათ.

 

სხვა საკითხია, ამ კონტრიბუციით სარგებელი რატომ ვერ მივიღეთ. ეს კითხვა საქართველოს მთავრობებს უნდა დავუსვათ – იყო თუ არა მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობა? 20 წლიან მისიაში ვიყავით და ნატოს წევრი მაინც არ ვართ. კითხვები შეიძლება ამ მიმართულებით დაისვას და არა ამერიკის, ან ამ პრაგმატული მიზნის შესახებ. სასწორზე ჩვენი ეროვნული ინტერესები იყო!

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X