13:02 | 2021-08-16 ავტორი: Prime Time

სკანდალი! ქართველ პარასპორტსმენზე ტოკიოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სკანდალი! ქართველ პარასპორტსმენზე ტოკიოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ტოკიოში საქართველოს პარალიმპიური დელეგაცია სკანდალში გაეხვა. იაპონური სააგენტო JapanToday-ს ინფორმაციით, ქართველ პარაძიუდოისტზე ადგილობრივმა პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

 

საველე ჰოსპიტალში საწოლები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები შეიტანეს - მედპერსონალი მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის
2021-08-16საველე ჰოსპიტალში საწოლები და ხელოვნური სუნთქვის აპარატები შეიტანეს - მედპერსონალი მძიმე პაციენტების მისაღებად მზად არის

 

ერთ-ერთი ქართველი პარასპორტსმენი სასტუმროს თანამშრომელზე თავდასხმაშია ბრალდებული, მისი ვინაობა ჯერჯერობი​თ არ სახელდება.

 

მედიის ინფორმაციით, ტოკიოში ჩასულ საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთ წევრს აეროპორტში კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ოლიმპიადაზე შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, მთელი გუნდი იზოლირებულ სასტუმროში მოათავსეს.

 

12 აგვისტოს სასტუმროს დაცვის თანამშრომლებმა დერეფანში ხმაური გაიგონეს, ერთ-ერთი მცველი, რომლის ასაკიც 60 წელია მათ გაჩუმებას ეცადა და საკუთარ ნომრებში დაბრუნებისკენ მოუწოდა.  განაგრძეთ კითხვა

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X