
ქართული ბომონდის წარმომადგენელი, სალომე გოგიაშვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება. მისი გარეგნობა და იმიჯი ყოველთვის იქცევს ყურადღებას.
დაუჯერებელი რეალობაა, მაგრამ სალომე საერთოდ არ სვამს წყალს, არც კანის გამაახალგაზრდავებელ პროცედურებს მიმართავს და ფაქტია, მისი სისხლის ჯგუფიც კი შესაძლო დაავადების საფრთხისგან იცავს. პირად საკითხებზე სალომე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.
გთვავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ძალიან მიყვარს ზაფხულის სეზონი და დასვენება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდვითარება კვლავ საგანგაშოა, ძალიან მეშინია ბავშვების სადმე წაყვანა. პირველი წელია, როცა ზღვაზე ვერ წავალ, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ვარ. ჩემს თავს არ დავეძებ, მთავარია, ბავშვები იყვნენ ჯანმრთელი. მირჩევნია, წელს მოვითმინო და არსად წავიდეთ. რომ წავიდე და რამე დაემართოთ, ჩემს თავს ვერ ვაპატიებ. განაგრძეთ კითხვა























