
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში სამი მამაკაცი მოკლეს. ერთ-ერთი გარდაცვლილი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმაა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ წინანდალთან ახლოს მდებარე ტყეში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფ პირებს, ჯერჯერობით უცნობმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სავარაუდოდ, გადარჩა მათთან მყოფი ერთი პირი.
კლინიკის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ჰოსპიტალის ეზოშია მანქანაც, რომელშიც გარდაცვლილებს ესროლეს.
რა გახდა კონფლიქტის კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ:























