20:07 | 2021-08-17 ავტორი: თამარ გონგაძე

„ერთ ფილმს ასრულებს, მეორის გადაღებას სექტემბერში იწყებს” – 88 წლის ელდარ შენგელაია ძალებს ქობულეთში იკრებს

„ერთ ფილმს ასრულებს, მეორის გადაღებას სექტემბერში იწყებს” – 88 წლის ელდარ შენგელაია ძალებს ქობულეთში იკრებს

ელდარ შენგელაია ცხელი აგვისტოს დღეებს ქობულეთში ატარებს. 88 წლის რეჟისორს ძალზედ უყვარს სანაპირო კურორტი, მას თითქმის ყოველ წელს სტუმრობს და ზღვაშიც კარგად ცურავს.

 

ძალებს იკრებს, დატვირთული სექტემბერი ელოდება. ტრილოგიის მეორე ფილმს ასრულებს და მესამის გადაღებასაც მაშინვე აპირებს.

 

რეჟისორის ფილმების პროდიუსერი მისი მეუღლე, ნელი შენგელაიაა. სწორედ მან გაგვანდო მაესტროს უახლოესი გეგმები.

 

2021-07-07"აგერ ამდენი წელია ვუძლებ ამ გურულ ქალს... დაჩაგრული კაცის ისტორია თუ გინდათ, გიამბობთ" - იმედა კახიანი იუბილარ ცოლსა და ქორწინების 59 წლისთავზე

 

ნელი შენგელაია: – ქობულეთში ვართ, ვისვენებთ. რა ვქნათ, ამოვიხვრჩვით თბილისში. ნორმალური ამინდებია. ელდარი ცურავს.

 

სექტემბერში ფილმს ასრულებს. გრძელი სათაური აქვს – “ივანე, ვირი კოხტა, ჩიტები და მიხეილი”, თუმცა ეს სამუშაო სათაურია და ალბათ, შეუცვლის.

 

მესამე ფილმს თბილისის გარეუბნებში გადაიღებს. სცენარი მზად აქვს. ვიცი, რომ იმედა კახიანი ითამაშებს მღვდლის როლს. სხვა როლებზე ჯერ არაფერი ვიცი…

ავტორი: თამარ გონგაძე

X