00:03 | 2021-08-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ისინი დღეს მთელი ქალთა მოდგმის გმირები არიან – ბაია პატარაია ავღანელ ქალებზე

ისინი დღეს მთელი ქალთა მოდგმის გმირები არიან – ბაია პატარაია ავღანელ ქალებზე

სულ ათიოდე ქალმა გაბედა დღეს ავღანეთში ქალთა უფლებებზე პროტესტის მოწყობა. ქალთა პროტესტის ძალა არასდროს შეაფასოთ აქციის მონაწილეთა რაოდენობით, – ამის შესახებ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ქალებს ყველგან უჭირთ ქალთა საკითხებზე პროტესტის გამართვა, მაგრამ მათი ხმა ყოველთვის ხმამაღლა ისმის. არ დაგავიწყდეთ, რომ უკეთეს მომავალს კი არა, არსებულის შენარჩუნებასაც დიდი ბრძოლა სჭირდება.

 

ქალთა გაძლიერების ერთადერთი გზა არსებულ სისტემებში ქალების შესვლა და გადაწყვეტილების მიმღები პოზიციების დაკავებაა. ამ აზრის გამო ბევრი ლიბერალურ ფემინიზმს მიწუნებს. მე კიდევ არ მჯერა რევოლუციების: ქალები არსებულ პატრიარქალურ წყობაში რევოლუციას ვერ შეძლებენ, კაცების ორგანიზებულ რევოლუციაში კი ქალს არასდროს ერგება თანასწორი ადგილი. დღეს რაც ქალებს შეუძლიათ, (მათ შორის ცუდ) სისტემებში შეღწევა და იქ ადგილის დაკავებაა, რათა უკეთესობისკენ გარდაქმნან ისინი. ბევრ ქალს დავხმარებივარ კარიერულ წინსვლაში და არც ერთს არასდროს არ უღალატია ქალებისათვის!

 

ერთმანეთს უნდა ვენდოთ, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ ქალებმა, მხოლოდ ასე გადავრჩებით.

 

ჩემი დიდი სიყვარული და ღრმა პატივისცემა ამ ქალებს, ისინი დღეს ავღანეთის და მთელი ქალთა მოდგმის გმირები არიან“, – წერს პატარაია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X