00:34 | 2021-08-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ეს რა მივქარე, რომ არ ავიცერი!“ – კოვიდინფიცირებული ცნობილი ექიმი უმძიმეს მდგომარეობაშია

„ეს რა მივქარე, რომ არ ავიცერი!“ – კოვიდინფიცირებული ცნობილი ექიმი უმძიმეს მდგომარეობაშია

სოციალურ ქსელში ვრცელდება კოვიდინფიცირებული ექიმის, ლადო ბიბილეიშვილის შესახებ ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

 

ირმა ინაშვილი წერს, რომ მედიაში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა.

 

„ლადო ბიბილეიშვილი დათო თარხან- მოურავის და ჩვენი უახლოესი მეგობარია. კი, მისი მდგომარეობა უმძიმესია და ექიმები იმედს ვერ იძლევიან, მაგრამ ლადო ცოცხალია“

 

„ეს ჩემი მოსაზრებაა! ცხოვრებისეულ სტატისტიკაზე დამყარებული! რახან აცრის გარდა სხვა გზა არ არის პანდემიასთან ბრძოლის, ვთვლი, რომ უმჯობესია აიცრათ პფაიზერით! ვასაბუთებ: პფაიზერმა შექმნა „ვიაგრა“ რომელიც მკვდარს აცოცხლებს. ლოგიკურია, რომ მისი წარმოებული ვაქცინა კორონავირუსისგან დაცვის გარდა, კიდევ რამეს უშველის .მაგალითად სიმელოტეს, ღიპის გაწოვას და …ვინ იცის.ყველაფერს პოზიტიურად შეხედეთ“, – დაწერა ბიბილეიშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ.

 

ეს კი ამავე პოსტზე მისი კომენტარია: „ეს რა მივქარე რომ არ ავიცერი, „დერევნია“ ვარ რაა..“

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X