
მოქალაქეები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული არიან, იუსტიციის სამინისტროს სერვისებზე შეღავათებით ისარგებლებენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მინისტრი კოვიდბარათების გაცემასაც დაესწრო.
მომხმარებელს კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდ-ბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.
კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















