
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, საკოორდიაციო საბჭო ორ კვირაში იმსჯელებს.
„რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს.
ამ შედეგებიდან გამომდინარე უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საბჭოს წარუდგენს იმ არსებულ რისკებს და შედეგებს, რომლებიც დადგება.
ამის შემდეგ საბჭო ერთობლივად იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიდგომები იქნება სწავლის განახლებასთან და დაწყებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓























