20:07 | 2021-08-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ხვდებით ხომ ღმერთის სახელით ხალხს რას უშვებიან?! – სასულიერო პირი ანტივაქსერს ამხელს

ხვდებით ხომ ღმერთის სახელით ხალხს რას უშვებიან?! – სასულიერო პირი ანტივაქსერს ამხელს

სოციალურ ქსელში მომხმარებლის პოსტი ვრცელდება, რომ ის ვაქცინირებულ პედაგოგთან კლასში შვილს არ შეუშვებს. მას სოციალურ ქსელშივე სასულიერო პირი – მამა ნექტარიოზ მჭედლიძე ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში “თალიბანი” ყალიბდება.

 

“ღმერთი არის მშვიდობა, სიყვარული და სიძლიერე ხვდებით ხომ ღმერთის სახელით ხალხს რას უშვებიან? მგონი ჩვენს ქვეყანაში უვნებლიეთ ყალიბდება “თალიბანი ” – წერს სასულიერო პირი.

 

 

ქალბატონო, რომელსაც შვილის აცრილ პედაგოგთან კონტაქტი არ სურს მარიკა კუბლაშვილია, როგორც სოციალურ ქსელში აქვს მითითებული, რომ ჟურნალისტია.

 

“მე აცრილ პედაგოგთან ბავშვს კლასში არ შევუშვებ, კაცმა არ იცის რა ჭირს აცრილ პედაგოგს. ა რ  ვ ე ნ დ ო ბ ი ვაქცინას.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – ართმევთ ჩემ შვილს მის ფუნდამენტურ უფლებას, განათლების უფლებას გარანტირებულს კონსტიტუციით, ბავშვთა უფლებების კოდექსიატ და ა.შ. ?” – წერს ჟურნალისტი.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X