
ადვოკატის თქმით, დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს შესაძლოა თავდებში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე ჩაუდგნენ. ლაშა ბექაური ზურაბ ზვიადაურის ნათლულია.
ტარიელ მურმანიშვილი ამბობს, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და სასამართლოში გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებენ.
“ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც დაუდგებიან თავდებში, წარვუდგენთ სასამართლოს. ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები არიან მზად”, – თქვა ადვოკატმა და დაამატა, რომ მხოლოდ ლაშა ბექაურს არ გულისხმობს.
“ალბათ, ლაშა ტალახაძეც იქნება მზად”, – თქვა მურმანიშვილმა.
პოლიციამ, ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ზვიადაური მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა.
ზურაბ ზვიადაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს. ზვიადაურის ადვოკატები, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა, თავად ზვიადაურიც და ის ბრალს არ აღიარებს.
ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისათვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ განიხილება.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















