23:44 | 2021-08-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ადვოკატები 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვენ – რა ხდება ზვიადაურის სასამართლო პროცესზე

ადვოკატები 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვენ – რა ხდება ზვიადაურის სასამართლო პროცესზე

თელავის რაიონულ სასამართლოში ოლიმპიური ჩემპიონის, პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

ბრალდებულის ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფისათვის 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვეს.

 

გარდა ამისა, დაცვის მხარის განმარტებით, ზვიადაურს თავდებში უდგებიან ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ძიუდოისტები ავთო ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.

„მე შემიძლია ჩავჯდე მის ნაცვლად, ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს“ -  ავთანდილ ჭრიკიშვილი ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება
2021-08-18„მე შემიძლია ჩავჯდე მის ნაცვლად, ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს“ -  ავთანდილ ჭრიკიშვილი ზურაბ ზვიადაურს თავდებში უდგება

ადვოკატების მტკიცებით, ზურაბ ზვიადაური, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგანაც უნდა გათავისუფლდეს. თავად ზვიადაურმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

 

„თავს არ ვცნობ დამნაშავედ, მანდ რაც წერია, ასე არ იყო… დანარჩენს ადვოკატები იტყვიან“, -განაცხადა ზვიადაურმა.

 

გამოძიების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

 

ვასილ ცოცხალაშვილმა, ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, დაიჭრა ორი პირი, რომლებსაც სტაციონარში უმკურნალეს.

 

ბრალდების მხარის მტკიცებით, კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი.

 

ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ჯანგირაშვილის – 3 წლამდე პატიმრობა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X