11:09 | 2021-08-19 ავტორი: Prime Time

ზურაბ ზვიადაური საკუთარი ძმის დაკრძალვას დაესწრება

ზურაბ ზვიადაური საკუთარი ძმის დაკრძალვას დაესწრება

ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის უფლებადამცველებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რომ ზვიადაურისთვის ძმის დაკრძალვაზე დასწრების უფლება მიეცათ. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

 

ზურაბ ზვიადაურს ბადრაგის თანხლებით, მოკლული ძმის დაკრძალვაზე მიიყვანენ, რომელიც დღეს 13:00 საათზეა დაგეგმილი.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X