
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის ცენტრიდან გამობრუნებულ პაციენტზე ავრცელებს ინფორმაციას და კოლეგებს მიმართავს:
„ახლა ჩემთან მოვიდა ვაქცინაციის ცენტრიდან გამობრუნებული ადამიანი, მიზეზი 25 წლის წინ ჭინჭრის ციება (ურტიკარია) ანამნეზში. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში (ასთმა, რინიტი, დერმატიტი, ურტიკარია, კვინკე…), რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას!“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.






















