
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ბოლო პერიოდში კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალების ფაქტებს საგანგაშოს უწოდებს. ამის შესახბ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც არის ძალიან უკიდურესად საგანგაშო. დილით გვქონდა ჩვენ ამ საკითხზე მეან-გინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენელთან.
რა თქმა უნდა ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის ორსულების ტესტირება.
ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით გამოკვლევაზე მნიშვნელოვანია, რომ მათ შევთავაზოთ კოვიდტესტირება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:























