08:36 | 2021-08-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ექიმი, რომელიც არც ხალხს ურჩევს და თავადაც არ იცრება, არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს – თამარ ჟამურაშვილი

ექიმი, რომელიც არც ხალხს ურჩევს და თავადაც არ იცრება, არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს – თამარ ჟამურაშვილი

ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ექიმი, რომელიც პანდემიის პირობებში ხალხს აცრას არ ურჩევს და თავადაც არ იცრება „არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს“.

 

ჟამურაშვილმა ამის შესახებ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

 

მის სტატუსს წინ უძღვოდა ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალება, რომელსაც კორონავირუსიორსულობისას დაუდასტურდა, მშობიარობის შემდეგ კი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა.

 

ჟამურაშვილის თქმით ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ ორსულები რისკ-ჯგუფია და „აუცილებლად უნდა აიცრან“.

 

წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მედიკამენტები გამოჩნდება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ! - გიორგი ფხაკაძე
2021-08-20წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მედიკამენტები გამოჩნდება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ! - გიორგი ფხაკაძე

 

„მხოლოდ გუშინ 5 სხვადასხვა რეანიმაციას ვესაუბრე 6 უმძიმეს პაციენტთან დაკავშირებით, ერთი აქედან მხოლოდ 30 წლისაა, მეორე 43-ის, ერთი ექიმია და ასე შემდეგ.

 

გუშინ კიდევ ერთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე კოლეგა დავკარგეთ. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ორსულები რისკ-ჯგუფია და აუცილებლად უნდა აიცრან! ბავშვი საბედნიეროდ გადარჩა, თუმცა დედის გარეშე მოუწევს გაზრდა…

 

სოციალური ქსელი ფაქტიურად ნეკროლოგად გადაიქცა…

 

კოლეგებო, დაფიქრდით რას სჩადით! რა დავარქვათ ამ ფაქტს, სიჯიუტე? ნუთუ რომელიმე, სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, შეიძლება დღევანდელ მდგომარეობას ადეკვატურად ვერ აფასებდეს?

 

ექიმმა ხორცი უნდა განკურნოს და მოძღვარმა კი სული. როგორ შეიძლება დღევანდელ დღეს ან ერთი და ან მეორე ვაქცინაციას ეწინააღმდეგებოდეს?

 

ექიმი, რომელიც დღევანდელ დღეს ხალხს ვაქცინაციას არ ურჩევს და თავად არ აიცრება არ შეიძლება ექიმად იწოდებოდეს!

 

სინოდისგან ასეთი „ნეიტრალური“ განცხადება, როცა რამდენიმე მოძღვარი უარყოფითად ჩაერია და დღესაც ერევა სასიცოცხლო მნიშვნელობის ვაქცინაციის პროცესში და როცა რუსულმა ეკლესიამ ხალხს აცრებისკენ მოუწოდა (ჩემდა გასაკვირად ასეთი გონიერება გამოიჩინა!!!) სულ ცოტა არაკორექტულია!

 

აიცერით იმისთვის, რომ რეანიმაცია არ დაგჭირდეთ!!

 

ორსულებისთვის ონლაინ კლინიკა შეიქმნება
2021-08-20ორსულებისთვის ონლაინ კლინიკა შეიქმნება

 

რეანიმაციაში ფიზიკურად ადგილი აღარ არის, ნუ გარისკავთ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს!

 

დღევანდელი მაღალი ინფეცირება ორ-სამ კვირაში მოგვცემს კიდევ უფრო მეტ სიკვდილიანობას!

 

გუშინ ქუჩებში ჩემს გარდა პირბადით არავინ დადიოდა, სად არის მარეგულირებელი ორგანოები? ვინ აკონტროლებს დაწესებულ რეგულაციებს?

 

გონს მოვეგოთ, დავეხმაროთ ერთმანეთს და ქვეყანას!“, – წერს ჟამურაშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X