16:33 | 2021-08-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

საქართველოში სამჯერადი რეინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

საქართველოში სამჯერადი რეინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

დაავადებათა კონტროლის ეროვული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველში ჯერჯერობით, სამჯერადი რეინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

საქართველოში „დეტლა პლუსის“ ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე
2021-08-20საქართველოში „დეტლა პლუსის“ ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

 

„ორჯერადი, დაახლოებით 6 თუ 7 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული კლასიკური პროტოკოლით, დაახლოებით 70 თუ 80 გვაქვს კვლევაში რეინფიცირება, მაგრამ სამჯერ არცერთი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, 20 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 10.22%-ია.

 

ამასთან, 20 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 907 665 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 266 962 ადამიანი. 19 აგვისტოს აიცრა 23 986 პირი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X