
ვისაც პირბადეში გცხელათ, ჟანგბადის ნიღაბი უარესია, დამიჯერეთ!,- ამის შესახებ ახალგაზრდა კინორეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი აცხადებს და იმ რთულ ვითარებაზე საუბრობს, რომლიც კოვიდკლინიკებში ამ წუთებშიც კი გრძელდება.
რეჟისორის თქმით, ვაქცინის ერთი დოზაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მალე განკურნებულიყო და კლინიკაში ყოფნის 6 დღის განმავლობაში თავი მხნედ ეგრძნო.
„8-სართულიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტები სიმძიმის მიხედვით თავსდებიან. ბოლო, მერვე სართულზე ყველაზე მძიმე პაციენტები მკურნალობენ. მესამე სართული ყველაზე დაბალია, სადაც მე ვიყავი.
ჩემი ფანჯარა ეზოს გადმოჰყურებდა და დილაობით პანაშვიდები ძალიან დამთრგუნველი იყო. დილაობით ვიგებდი, რომ ვიღაც გარდაიცვალა. ახლობლები მოდიოდნენ და ძალიან არასასიამოვნო სცენები იყო. შემდეგ დამლაგებელს, ან ექიმს ვეკითხებოდით რა მოხდა, მათაც არ იცოდნენ. ამბები ზედა სართულებიდან ნელ-ნელა ჩამოდიოდა.
ერთ სართულზე ვიყავით ის ადამიანები, რომლებსაც ვაქცინა გვქონდა გაკეთებული და ვირუსი მსუბუქად გადაგვქონდა. მის ეფექტურობაში ყველა დარწმუნდა. ერთი იყო ექიმი, 80 წელს გადაცილებული, ორჯერადად აცრილი, თავს მშვენივრად გრძნობდა და ორი შაქრიანი დიაბეტის მქონეები იყვნენ და ისინიც კარგად გრძნობდნენ თავს. ყველამ ნახა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ვირუსი შეგეყარა, ვაქცინა მუშაობს“, – განაცხადა ვარსიმაშვილმა „რადიო თავისუფლების“ ეთერში.
ასევე დაგაინტერესებთ:























