12:57 | 2021-08-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დიდ ბრიტანეთში Covid19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს – Reuters 

დიდ ბრიტანეთში Covid19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს – Reuters 

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მარეგულირებელმა Covid-19-ის პრევენციისა და მკურნალობის მიზნით პრეპარატი „რონაპრევი“, დაამტკიცა.

 

Reuters-ი, მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მონოკლონურიანტისხეულების საშუალებით სამკურნალოდ დამტკიცებული პირველი პრეპარატია.

 

„ეს მკურნალობა იქნება მნიშვნელოვანი ძალა და დამატება ჩვენთვის COVID-19-ის დასაძლევად“, – განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

74 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა ბოლო 24 საათში
2021-08-2174 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა ბოლო 24 საათში

 

ახალი პრეპარატის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბრიტანეთში ინფიცირების მაჩვენებელი 6 100 გაუტოლდა, რაც ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მაქსიმუმია, ხოლო ჰისპიტალიზირებულებს შორის 2/3 აუცრელი პაციენტია.

 

ინფორმაციისთვის, ივლისში იაპონია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ პრეპარატის ლიცენზირება მოახდინა. მათ ლაბორატორიული კვლევებით დაადგინეს, რომ პრეპარატის გამოყენების შედეგად ჰოსპიტალიზაცია ან სიკვდილიანობა 70% -ით, სიმპტომების პერიოდი კი ოთხი დღით შემცირდა. იაპონიას სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს და „რონაპრევი“ ახლა ისეთ ქვეყნებშია ლიცენზირებული, როგორიცაა აშშ, ინდოეთი, შვეიცარია, კანადა და ევროკავშირი.

 

ცნობისთვის, მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტო (MHRA) აცხადებს, რომ პრეპარატი „რონაპრევი“ ინფექციის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, მძიმე პაციენტებს COVID-19 ინფექციის სიმპტომების მოგვარებაში დაეხმარება და ჰოსპიტალიზაციის შანსებს შეამცირებს. „რონაპრევის“ მიღება ინექციის ან ინფუზიის გზითაა შესაძლებელი. ის მჭიდროდ ეკვრის კორონავირუსს სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსს და ხელს უშლის მას სასუნთქი სისტემის უჯრედებზე წვდომის მიღებაში, განმარტავენ MHRA– ში.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X