
“გთხოვთ გაიკეთეთ ვაქცინა!“, – ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, სიკვდილი ქუჩებში დააბიჯებს.
“ახალი 74 ადამიანი გარდაიცვალა…..ვაი საქართველოვ ვაი!!!!!
გთხოვთ გაიკეთეთ ვაქცინა!
სიკვდილი დააბიჯებს ქუჩებში! თავად ხელისუფლება-მაღალჩინოსნები აცრილები არიან დიდი ხანია- აცრილია ხელისუფლება კოვიდზეც და სამშობლოს სიყვარულზეც!!!!!!!! ავსტრიაში კერძოდ ვენაში ყველაზე ცნობილი ტაძარი აცრის პუნქტად ამუშავეს სასულიერო პირებმა, ( ახლა ამ წუთებში ასეა) , რომ მრევლს სიმშვიდე დაეუფლოს აცრის შემთხვევაში!“,- წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის დღეს საქართველოში კორონავირუსით 4 901 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 74 ადამიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:























