
დღეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა სტატისტიკას სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გამოეხმაურა.
მისი თქმით, სიკვდილზე გამარჯვება ვაქცინაციითაა შესაძლებელი.
“74 ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა გუშინ!
28 555 ყველაზე მეტი აცრა ჩატარდა გუშინ!
სიკვდილზე გამარჯვების გზა ვაქცინაციაზე გადის!“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის გართულებების შედეგად 74 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 4 901 შემთხვევა.
ასევე დაგაინტერესებთ:























