19:19 | 2021-08-21 ავტორი: Prime Time

კვლევებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერში არსებული ნაწილაკებით გადადის“ – ზაზა წერეთელი

კვლევებით ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი ძირითადად ჰაერში არსებული ნაწილაკებით გადადის“ – ზაზა წერეთელი

ინგლისში საკლასო ოთახები უნდა აღიჭურვოს ჰაერის ხარისხის მონიტორებით, როდესაც სახელმწიფო სკოლები და კოლეჯები გაიხსნება ზაფხულის არდადეგების შემდეგ, ვენტილაციის გასაუმჯობესებლად და შესაბამისად Covid-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით, – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, სოციალურ ქსელში წერს.

 

„განათლების მდივნის, გავინ უილიამსონის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება მოდის მას შემდეგ, რაც სკოლის თანამშრომლებმა!!! გააფთრებული კამპანია ჩაატარეს უკეთესი ვენტილაციისთვის!!!

პანიკური შეტევები და ბრძოლები საკუთარ თავთან... არ დავნებდი იმ კოშმარულ რელობას - ​ნინი ბადურაშვილი დის რჩევა
2021-08-21პანიკური შეტევები და ბრძოლები საკუთარ თავთან... არ დავნებდი იმ კოშმარულ რელობას - ​ნინი ბადურაშვილი დის რჩევა

 

კვლევებით ვარაუდობენ, რომ Covid ვირუსი ძირითადად გადადის ჰაერში არსებული ნაწილაკებით რაც დახურულ სივრცეებს ინფექციის გავრცელების წყაროდ აქცევს.

 

სექტემბრიდან განათლების დეპარტამენტი 25 მილიონ ფუნტს დახარჯავს 300,000 CO2 მონიტორის უზრუნველსაყოფად, რათა თანამშრომლები და სტუდენტები გააფრთხილოს თუ CO2 დონე მოიმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სუფთა ჰაერი ოთახში ვერ ბრუნავს და შესაბამისად ვირუსის გავრცელების საშიშროება იზრდება.

 

DfE– მ თქვა, რომ მონიტორები „საშუალებას მისცემს პერსონალს იმოქმედონ სწრაფად იქ, სადაც ვენტილაცია ცუდია და უზრუნველყონ დარწმუნება, რომ არსებული სავენტილაციო ზომები მუშაობს“.

 

წინა კვირაში შვიდმა პროფკავშირმა, რომლებიც წარმოადგენენ სკოლებში მომუშავე პერსონალს, მისწერეს უილიამსონს და სთხოვეს მთავრობას, სასწრაფოდ უზრუნველყოს ჰაერის მონიტორინგისა და ვენტილაციის აღჭურვილობა ახალი სასწავლო წლის დასაწყებად.

დღეს წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ომი არ წაგვიგია - გიორგი ფხაკაძე
2021-08-21დღეს წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ ომი არ წაგვიგია - გიორგი ფხაკაძე

 

კევინ კორტნიმ, ეროვნული განათლების კავშირის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ მთავრობა მზად უნდა იყოს სკოლების დასახმარებლად ახალი მონიტორების მიერ გამოვლენილი ვენტილაციის პრობლემების გადასაჭრელად.

 

„ეს გადაწყვეტილება, ჩვენ ვიმედოვნებთ, არის სიგნალი იმისა, რომ მთავრობა სერიოზულად განიხილავს ვენტილაციის მნიშვნელობას კოვიდ 19-თან მიმართებაში და დაფინანსება არის მკაფიო მითითება სკოლებსა და კოლეჯებზე, რომ მათ პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ სუფთა ჰაერს“ – თქვა კორტნიმ.

 

„კარგი ვენტილაციის საგანმანათლებლო სარგებელი ძალიან ნათელია. ეს არა მხოლოდ გაზრდის შესაძლებლობას ახალგაზრდებს გააგრძელონ ადგილზე სწავლა, არამედ კარგი ვენტილაცია ასევე შეუწყობს ხელს მათ კონცენტრაციას“ – წერს ზაზა წერეთელი.

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

ავტორი: Prime Time

X