
გელა ჩარკვიანი თავის პირველ შვილიშვილს მაქსიმე ჩარკვიანს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს და იქვე თავისივე წიგნიდან “ნაგერალა” შვილიშვილის სახელის დარქმევის “პროცესს” აქვეყნებს.
“დღეს მაქსიმეს დაბადების დღეა. გილოცავ!
„როცა 1986 წლის აგვისტოში მოსკოვში გაჩნდა ჩვენი პირველი შვილიშვილი, მისმა რუსმა ბაბუამ, ვიქტორმა დამირეკა. ახლა ასეთი სიტუაციააო, მითხრა, ბიჭს მამა ქართველი ჰყავს, დედა – რუსი. გვარი ქართული აქვს, ჩარკვიანია და იქნებ სახელი მაინც დავარქვათ რუსულიო.
მოფიქრებული გექნება და ჩამომითვალე-მეთქი, ვარიანტები. დაიწყო: Никита (გამაცივა, რავარია ნიკიტა ჩარკვიანი), Глеб (ვერ წარმოვიდგინე), Святослав (არა), Максим… მანდ გაჩერდი! წამოვიკივლე. მომეწონა. საერთაშორისო ჟღერადობა აქვს. თანაც, გამიგია, რომ წინაპარი მყოლია მაქსიმე ჯაოშვილი” – #ნაგერალა.” – წერს გელა ჩარკვიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:























