
ახალგაზრდა ქალი, რომელიც სპორტის სასახლის მიმდებარედ, ალექსიძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრებოდა, მაშველებმა გადაარჩინეს და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
სამაშველო ოპერაცია დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.
“დაახლოებით 1 საათიანი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მაშველებმა გადაარჩინეს.
მაშველებმა მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. ჩამოიყვანეს და სასწრაფოს მანქანით ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ქალი თავს ნორმალურად გრძნობდა, ყოველშემთხვევაში ფიზიკურად ცუდად არ იყო.” – ამბობს თვითმხილველი.
თბილისში ახალგაზრდა ქალი მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტომით იმუქრება
ცნობისთვის, შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციელები.
ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად კორპუსის წინ სპეციალური ბატუტი იყო გაშლილი.






















