
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-დან 13-მდე დაიღუპება. მისი თქმით აღნიშნულის შესახებ არაერთხელ უსაუბრია.
„ყოველი 1000 ადამიანიდან, ვინც ავად გახდება, 10-დან 13-მდე დაიღუპება. ეს ძალიან ბევრჯერ მითქვამს, ამიტომ რაღაც ზედმეტსახელებს მარქმევენ ხოლმე.“ – აცხადებს იმნაძე.
არ გამორიცხავს, რომ კახეთში ეპიდვითარება შესაძლოა უფრო გაუარესდეს, ამის მიზეზად კი მოახლოებულ რთველს ასახელებს.
„მოგეხსენებათ, რთველი იწყება, შესაბამისად, ექიმებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისათვის, რომ ადგილობრივმა ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს იმ დატვირთვას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მოსალოდნელი. სამწუხაროდ, კახეთი ვაქცინაციის კუთხით მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, მაგრამ კახელების სიბრძნის იმედი მაქვს და ვიცი, რომ ისინი ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად ჩაერთვებიან.
პიკი უკან დაიხევს, თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ძალიან მაღალი ციფრები იქნება. შეიძლება მაჩვენებლებმა აღარ მოიმატოს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ხანგრძლივი და მცირე.“- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:






















