17:32 | 2021-08-23 ავტორი: Prime Time

საყურადღებო ინფორმაცია ინფიცირებული ორსულებისთვის – „„დელტა“ შტამს განსხვავებული მიდგომა სჭირდება“

საყურადღებო ინფორმაცია ინფიცირებული ორსულებისთვის – „„დელტა“ შტამს განსხვავებული მიდგომა სჭირდება“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებთან დაკავშირებით, პროტოკოლს ახალი რეკომენდაციები დაემატება.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ორსულების მართვა. ჩვენ მუშაობა დავიწყეთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან იმისთვის, რომ ორსულებისთვის პროტოკოლი განახლდეს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდოეთის გამოცდილებით გამოსცა ახალი რეკომენდაციები, რომელზედაც კვირის ბოლომდე დასრულდება მუშაობა.

 

ონლაინ კლინიკა სპეციალურად ორსულებისთვის დაიწყებს მუშაობას იმისთვის, რომ ორსულს ჰქონდეს კიდევ უფრო მეტად სპეციალიზებული დახმარების მიღების საშუალებები.

 

არ არის იმის საფუძველი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს რომელიმე პროტოკოლში. კლინიკური პროტოკოლი, რაც იყო იგივე დარჩება. ორსულებთან მიმართებაში კიდევ დაემატება რეკომენდაციები იმ პროტოკოლს, რომელიც გვაქვს. უფრო განახლებული რეკომენდაციები, რადგან „დელტა“ შტამს განსხვავებული მიდგომა სჭირდება“,- აღნიშნავს გაბუნია.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X