20:27 | 2021-08-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„გეუბნებოდით, ფხაკაძე აიცრება მაშინ, როცა ხაჭაპური იქნება შემწვარი“ – გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ხაჭაპური გამოცხვა

„გეუბნებოდით, ფხაკაძე აიცრება მაშინ, როცა ხაჭაპური იქნება შემწვარი“ – გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ხაჭაპური გამოცხვა

ხაჭაპური გამოცხვა, – ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამერიკის მედიკამენტების უსაფრთხოების უწყების მიერ „ფაიზერის“ სრულად დამტკიცებას.

 

Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიენიჭა
2021-08-23Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიენიჭა

 

მანამდე, გიორგი ფხაკაძე ამბობდა, რომ გაიკეთებდა მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც საბოლოოდ გამოცხვებოდა.

 

მე ჩემს მოსაზრებას არ ვცვლი, გეუბნებოდით, ფხაკაძე აიცრება მაშინ, როცა ხაჭაპური იქნება შემწვარი.მე გითხარით, ეს ხაჭაპური შემწვარი არ არის, როცა შეიწვა, გითხარით, რომ შებრაწული იყო და მე მივირთმევდი. სხვა ვაქცინის არჩევის საშუალება მქონდა, თუმცა, ავირჩიე „ფაიზერი“, ახლა მიხვდებით, რატომაც“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

ცნობისთვის, „ფაიზერი“ აქამდე ე.წ. “საგანგებო ავტორიზაციით” იყო დამტკიცებული.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X