22:29 | 2021-08-23 ავტორი: Prime Time

საბურთალოს დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან ერთად უკანონო მშენებლობას აპროტესტებს

საბურთალოს დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი მოსახლეობასთან ერთად უკანონო მშენებლობას აპროტესტებს

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვატო შაქარიშვილი ცინცაძის 58 ნომერში უკანონო მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

შაქარიშვილი წლებია აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის უკანონო მშენებლობაზე ნებართვის გაცემას მობინადრეებთან ერთად აპროტესტებს.

 

მოსახლეობამ გამოიჩინა საოცარი სიმტკიცე „არ დავუშვებ ხალხის ნების წინააღმდეგ უკანონო მშენებლობას, ბოლომდე ვიდგები მათ გვერდით, და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ურბანულ ზონდერებზე“ – განაცხადა შაქარიშვილმა.

 

24 აგვისტოს თბილისის მერიაში დაგეგმილ განხილვას საბაურთალოს დამოუკიდებელი კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრება.

 

R

ავტორი: Prime Time

X