10:14 | 2021-08-24 ავტორი: თეონა ყაჭიური

პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 5 ადგილობრივი

პანკისში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია 5 ადგილობრივი

გამთენიისას, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ხუთი ადგილობრივი დააკავეს.

 

ორი დაკავებული, პანკისის ხეობის სოფელ დუისის, ხოლო სამი სოფელ ქორეთის მცხოვრებია.

 

რატომ ხტებოდა გუშინ 4 შვილის დედა მე-19 სართულიდან? - „პრაიმტაიმმა“ სკანდალური ამბის მიზეზი გაარკვია
2021-08-23რატომ ხტებოდა გუშინ 4 შვილის დედა მე-19 სართულიდან? - „პრაიმტაიმმა“ სკანდალური ამბის მიზეზი გაარკვია

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ხუთივე პირი აყვანა დღეს, დაახლოებით დილის 6 საათისათვის მოხდა და დაკავებულები ოც წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. ორი დაკავებული გვარად მაჩალიკაშვილია.

 

ვარაუდობენ, რომ მათი დაკავება გარკვეული ხასიათის სატელეფონო საუბრებს უკავშირდება.

 

ახალგაზრდების საცხოვრებელი სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელმა უწყებამ ჩაატარა სპეცოპერაცია და რას ედავებიან დაკავებულ პირებს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327- მუხლით მიმდინარეობს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X