
„ამ ხნის განმავლობაში, რაც მე მაქვს ინფორმაცია, ქვეყანაში ანაფილაქსიური შოკის სულ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული და მათგან არცერთი არ ყოფილა ფატალური“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ანაფილაქსიური შოკი პირველი 15-30 წუთის განმავლობაში ვითარდება.
„ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება გახანგრძლივდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 924 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან დადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.53%-ია.
ასევე დაგაინტერესებთ:
- რატომ ხტებოდა გუშინ 4 შვილის დედა მე-19 სართულიდან? – „პრაიმტაიმმა“ სკანდალური ამბის მიზეზი გაარკვია






















